რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს
პროტესტის 21-ე დღეს მოქალაქეებმა მარში სხვადასხვა ლოკაციაზე დაგეგმეს, 20:00 საათზე კი ყველა მარში რუსთაველის გამზირზე გაერთიანდა. ამ დროისთვის, რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია.
სტუდენტები სკანდირებენ: "საქართველო, საქართველო!". მათ მოტანილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები.
ინფორმაციისთვის, მოქალაქეები „ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს. მათი მოთხოვნა უცვლელია - დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ პროტესტის დროს დაკავებული მოქალაქეები.