„დღე, რომელსაც დიდხანს ველოდი”- რა ფოტოს აქვეყნებს ნუცა ბუზალაძე?
ნუცა ბუზალაძემ გამომწერებს ინფორმაცია გაუზიარა იმასთან დაკავშირებით, რომ მიიღო მოსაწვევი „გრემის“ ყოველწლიურ მუსიკალურ დაჯილდოებაზე დასასწრებად.
67-ე „გრემის“ ნუცა ბუზალაძე სპეციალური მოსაწვევის საშუალებით დაესწრება, რომელიც მეილზე მიიღო.
„დღე, რომელსაც დიდხანს ველოდი… „გრემი“ – მოვდივარ“, წერს ნუცა და მოსაწვევს აქვეყნებს.