ვალდებულები ვართ, მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს" - რასა იუკნევიჩიენე
ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე ევროდეპუტატების წინაშე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
რასა იუკნევიჩიენე პლატფორმა X-ზე წერს, რომ ქვეყნის მთავარსარდალი საბჭოს დასრულების მერე "თბილისის შვიდეულს" შეხვდა, რომელიც ევროპელმა პოლიტიკოსებმა საქართველოში ვიზიტის შემდეგ ჩამოაყალიბეს.
"ჩვენ ერთად ვალდებულები ვართ, მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს" - წერს რასა იუკნევიჩიენე.
დღეს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტში წარსდგა. იშვიათი დღის წესრიგის დამატება მხოლოდ ერთ დღეში გახდა შესაძლებელი. სიტყვით გამოსვლის შემდეგ, ის "თბილისის შვიდეულს" შეხვდა, რომელიც საქართველოში ვიზიტის შემდეგ ჩამოვაყალიბეთ. ჩვენ ერთად ვალდებულები ვართ, მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს, - წერს რასა იუკნევიჩიენე.
ცნობისთვის, დღეს, 18 დეკემბერს, სალომე ზურაბიშვილის ევროპარლამენტში სიტყვით წარსდგა.