"სანამ ივანიშვილი არ გაეცლება საქართველოს და ქართულ პოლიტიკას, ეს პროტესტი არ შეწყდება" - ლაშა ბუღაძე
თეგებით ძიება

"სანამ ივანიშვილი არ გაეცლება საქართველოს და ქართულ პოლიტიკას, ეს პროტესტი არ შეწყდება" - ლაშა ბუღაძე

"სანამ ივანიშვილი არ გაეცლება საქართველოს და ქართულ პოლიტიკას, ეს პროტესტი არ შეწყდება" - ამის შესახებ "ტვ პირველის" ეთერში მწერალმა ლაშა ბუღაძემ განაცხადა.

მწერლის შეფასებით, "ქართული ოცნების" მთავარი ამოცანაა, რომ ევროპული მომავლის მცველები ქუჩაში აღარ გამოვიდნენ და პროტესტი შეწყდეს, რადგან ბუღაძის განმარტებით, პროტესტი მმართველ პარტიას დისკომფორტს უქმნის.

რეჟიმის ამოცანაა, ქუჩაში აღარ გამოვიდეს ხალხი, დაშინდეს ხალხი, ეს პროცესი რომელიც გადის ტრანსფორმაციას პროტესტის, აქციებია, აქციები იცვლება თავისი ფორმით, ძალიან ბევრი მარშია. შეიძლება კიდევ შეიცვალოს, აუცილებლად შეიცვლება და გაფართოვდება კიდეც. მათ ამის ეშინია, რეჟიმს ბუნებრივია არ უნდა დისკომფორტი. ხალხი ქუჩაში მათთვის დისკომფორტია, მაგრამ ჩვენთვის დისკომფორტია ივანიშვილი და სანამ ივანიშვილი არ გაეცლება საქართველოს და ქართულ პოლიტიკას ეს პროტესტი არ შეწყდება. ჩვენი მოთხოვნაა დაკავებული პატრიოტების გათავისუფლება და ახალი არჩევნები. მე დავამატებდი, ახალი არჩევნები ივანიშვილის გარეშე. თუკი ისევ ივანიშვილი ატარებს და მთელი ეს ლაქიები და პაიკები მისი, ბუნებრივია ეს მისი იერარქიის გაგრძელებაა და არავინ არაფერს არ წარმოადგენს. მთავარი შემაფერხებელი საქართველოს ევროინტეგრაციისა და მთავარი პასუხისმგებელი იმაზე, თუ რა ჭირს საქართველოს და როგორ აწამეს, აწებებდნენ და აწამებენ ჩვენს პატრიოტებს. ესენი არიან კრიმინალები'', - ამბობს ლაშა ბუღაძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა