"ჩვენი მარიამი, 24 წლის ასაკში წავიდა ამ ქვეყნიდან...“ - ტრაგედია ვანო მაჭავარიანის ოჯახში
უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივნის ვანო მაჭავარიანის ოჯახს ტრაგედია მოხდა. პოლიტოლოგის ქალიშვილი გარდაიცვალა.
მომხდარის შესახებ ვანო მაჭავარიანი სოციალურ ქსელში თავად წერს:
"დიდი უბედურება დაგვატყდა თავს. აღარ გვყავს ჩვენი მარიამი, ჩვენი ყველაფერი, ჩემი ანგელოზი, 24 წლის ასაკში წავიდა ამ ქვეყნიდან. უფალო მოგვეცი ძალა დავძლიეოთ ეს უდიდესი განსაცდელი.
პანაშვიდები დღეს და ხვალ დღის განმავლობაში და საღამოს (საცობების ასარიდებლად, საღამოს 8 მერე), გასვენება შაბათს დღის 2 სთზე სახლიდან. მისამართი: აკაკი გელოვანის პირველი შესახვევი (არა ჩიხი) სახლი 7. დიღომი 8", - წერს ვანო მაჭავარიანი.