უკრაინა ალიანსში მიწვევას არავისგან არ ელოდება - ზელენსკი NATO-ს შესახებ
უკრაინის უსაფრთხოებისთვის საუკეთესო ვარიანტად NATO-ს წევრობა რჩება, თუმცა, კიევი არავისგან არ ელოდება ალიანსში მიწვევას. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიუსელში ბრიფინგის დროს განაცხადა.
მისი თქმით, ის გარანტიები, რაც ახლა უკრაინას აქვს, არასაკმარისია.
"ჩვენ გვაქვს გარანტიები, რომლებიც შეეხება სანქციებს, ფინანსებს და შეიარაღების პაკეტებს... ეს ყველაფერი საკმარისი არ არის იმის გარანტიისთვის, რომ პუტინი ისევ არ მოვა. ძლიერი გარანტიები - ეს ალიანსია და ძლიერი ეკონომიკა“, - განაცხადა ზელენსკიმ.
კითხვაზე, ვისგან ელოდება უკრაინა NATO-ში მიწვევას, თუ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის გარემოცვა და თეთრი სახლის მოქმედი ადმინისტრაცია ახლა ამ ნაბიჯის გადადგმის წინააღმდეგი არიან, ზელენსკიმ განაცხადა, რომ მიწვევას არავისგან ელოდებიან, თუმცა, ამისთვის იბრძვიან.
"მოლოდინი არავისგან გვაქვს, ჩვენ ამ უფლებისთვის ვიბრძვით. ყოველი ასეთი გადაწყვეტილება, ჩვენი სახელმწიფოს ისტორიის ძალიან რთული ნაწილია. ამიტომ, მოლოდინი ვერავისგან გვექნება. ჩვენ შეგვიძლია მაქსიმუმი გავაკეთოთ, რომ ეს გამოგვივიდეს“.