"ადამიანი, რომელსაც კეთილი სურს საკუთარი ქვეყნისთვის, ასე არ იქცევა. ჭეშმარიტ პატრიოტს უხარია და არ სწყინს მისი თანამემამულის წარმატება" - ნუცა ბუზალაძე
მომღერალი, ნუცა ბუზალაძე სოცუალურ ქსელში პოსტს აქვყენებს.
"მეც გავაზიარებ, რომ უფრო ბევრმა მისწეროს გრემის აკადემიას.
ეს ისე, ხუმრობით… თუმცა სახუმარო არაფერია.ეს არის კლასიკური მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება წაართვას სიბოროტემ აზროვნების უნარი ადამიანს. უკვე არც კი ვიცი, რა დავარქვა ასეთ საქციელს…
ადამიანი, რომელიც თავისი შეხედულებებისთვის იბრძვის და კეთილი სურს საკუთარი ქვეყნისთვის, ასე არ იქცევა. ჭეშმარიტ პატრიოტს უხარია და არ სწყინს მისი თანამემამულის წარმატება. სამშობლოსთვის გულანთებულს არც დრო რჩება ასეთი სიბოროტის განსახორციელებლად.
ეს არის კლასიკური მაგალითი ვერდატეული შურისა და სიბოროტისა!
მებრალება ყოველი ასეთი ადამიანი!
მე კი სიყვარულით ვივლი.
უფალს ებარებოდეთ!", - წერს ნუცა.