ჩვენ არ ჩავერევით საქართველოში განვითარებულ მოვლენებში, მაგრამ გაკვირვებულები ვართ ევროპელთა მხრიდან სრული, დაუფარავი ჩარევით - პესკოვი
კრემლის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ 19 დეკემბერს დაგეგმილ ღონისძიებაზე ვლადიმერ პუტინი საქართველოს შესახებ დასმულ კითხვებსაც უპასუხებს. ამის შესახებ პესკოვმა Россия-24-ის ეთერში განაცხადა.
"ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ ჩავერევით საქართველოში განვითარებულ მოვლენებში, მაგრამ გაკვირვებულები ვართ ევროპელთა მხრიდან სრული, დაუფარავი ჩარევით და საქართველოს ხელისუფლებაზე სრულიად უპატივცემულო ზეწოლის განხორციელების მცდელობით", - თქვა პესკოვმა.
"ჩვენი საქმე არ არის, საქართველოს ხელისუფლებას რჩევა მივცეთ, ასე არ მოვიქცევით, თუმცა ხვალ ჟურნალისტების ინტერესის შესაბამისად, პრეიზდენტი პუტინი ყველა კითხვაზე გასცემს პასუხს", - ამბობს კრემლის პრესსპიკერი.