თეგებით ძიება

რომელ ფონდებში ჩაირიცხება და რას მოხმარდება tbc-ს და "საქართველოს ბანკის" გამოყოფილი 5 მილიონი?

ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული მოქალაქეებისა  და ბიზნესების მხარდასაჭერად, საქართველოს ორი ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი - თიბისი და საქართველოს ბანკი გაერთიანდა და ერთობლივად 5 000 000 ლარს გამოყოფენ.

ერთობლივად გავრცელებული განცხადების მიხედვით, ფინანსური რესურსი მიმართული იქნება მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდასაჭერად. ასევე, ფონდებში, რომლებიც  აქციების მიმდინარეობისას,  დაზარალებულ მოქალაქეებს იურიდიულ,  ფინანსურ თუ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ მხარდაჭერას უწევენ.

თიბისის და საქართველოს ბანკის მიერ გამოყოფილი 2,5 მლნ ლარი მოხმარდება ერთობლივი ინიციატივების განხორციელებას პარტნიორ ბიზნესებთან კოლაბორაციით:

TBC x Mymarket.ge

TBC x Glovo

TBC x tkt.ge

TBC x Swoop

BOG x Extra.ge

BOG Ads Manager

BOG x Biletebi.ge

BOG Gift card

BOG x Wolt

თანხის მეორე ნაწილი - 2.5 მლნ ლარი კი, შემდეგ ფონდებში გადანაწილდება:

#ერთმანეთისთვის

სოლიდარობის ფონდი Prosperity Georgia

Human Rights House Tbilisi • თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ამ ერთობლივი ინიციატივისთვის სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდს: 5,000,000 ლარი დაზარალებულების მხარდასაჭერად

დღეს, გავრცელდა კონკურენტების კიდევ ერთი განცხადებაც, პროდუქტების და საკვების მიტანის ბაზრის ორი გლობალური ლიდერი, Glovo და Wolt საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ევროპული კომპანიები საქართველოს ისტორიულ პროევროპულ არჩევანს აღიარებენ და დაზარალებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს სოლიდარობას უცხადებენ.

წყარო


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა