თეგებით ძიება

„რატი მეხუთედ გახდა 42-ის, დავეწიე და გავუსწარი, წელს მასზე უფროსი ვარ… სულ ჩვენთანაა, ერთად ვიღებთ გადაწყვეტილებებს, ერთად მივდი-მოვდივართ“ – ეკატერინე ტოგონიძე გარდაცვლილ მეუღლეზე

პოლიტიკოსი რატი სამყურაშვილი, რომელიც 4 წლის წინ, 2020 წლის 6 აპრილს გარდაიცვალა, დღეს 47 წლის გახდებოდა.

რატი სამყურაშვილის მეუღლე, მწერალი და ჟურნალისტი ეკატერინე ტოგონიძე მას ემოციურ სტატუსს უძღვნის.

„რატი მეხუთედ გახდა 42-ის, მისი ასაკი აღარ იძვრის, დავეწიე და გავუსწარი, წელს მასზე უფროსი ვარ.

სულ ჩვენთანაა, ერთად ვიღებთ გადაწყვეტილებებს, ერთად მივდი-მოვდივართ. მაგრამ ჩვენ უფრო ჩვენთან გვინდოდა, ბევრად უფრო ჩვენთან“, – წერს ეკატერინე ტოგონიძე სოციალურ ქსელში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა