„სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროპულ მომავალს“ – Glovo და Wolt-ი
მიტანის სერვისის მქონე ბაზრის ორი გლობალური ლიდერი – Glovo და Wolt საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ევროპული კომპანიები საქართველოს ისტორიულ პროევროპულ არჩევანს აღიარებენ და დაზარალებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს სოლიდარობას უცხადებენ:
„2018 წელს ქართული ბაზარზე შესვლის შემდეგ სიამაყით ვუჭერთ მხარს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას და ციფრულ ტრანსფორმაციას. ადგილობრივი ბიზნესების, მათ შორის სტარტაპებისა და მეწარმეების პარტნიორობით, ათასობით კურიერის გაძლიერებით და ასობით ათასი მომხმარებლის მომსახურებით, ჩვენ ხელი შევუწყვეთ საქართველოს ელექტრონული კომერციის სექტორის სწრაფ განვითარებას და შევქმენით ეკოსისტემა, რომელმაც ახალი ტიპის ბიზნესებისა და მომსახურებების ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი, რაც ადრე ბაზარზე არ იყო ხელმისაწვდომი.
როგორც ევროპული კომპანიები, ჩვენ ვაღიარებთ საქართველოს ისტორიული არჩევანის უზარმაზარ პოტენციალს ევროპასთან ინტეგრაციის მიმართულებით, ამიტომ სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროპულ მომავალს.
ჩვენი ფიქრები მშვიდობიანი დემონსტრანტებისკენ არის მიმართული, რომლებიც ამ რთულ კრიზისში დაზარალდნენ.
ჩვენ მზად ვართ, საქართველოს მხარი დავუჭიროთ ევროპულ გზაზე. დარწმუნებულნი ვართ, რომ ეს გახსნის ახალ შესაძლებლობებს, გააძლიერებს ეკონომიკას და უზრუნველყოფს უფრო ნათელ და წარმატებულ მომავალს ყველასთვის”.