პოზიცია გურულების მარშს მართავს, გავიხსენოთ არჩევნებზე "ქართული ოცნების" შედეგები გურიაში - ნინო წილოსანი
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი დღეს დაგეგმილ მარშს ეხმიანება, სადაც გურულები იღებენ მონაწილეობას.
წილოსანი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე "ქართული ოცნების" შედეგებს იხსენებს, რომლის მიხედვითაც მმართველმა პარტიამ გურიაში ჯამში 41 000-ზე მეტი ადამიანის მხარდაჭერა მოიპოვა.
"დღეს თურმე ოპოზიცია გურულების მარშს მართავს
მოდით გავიხსენოთ 26 ოქტომბრის არჩევნებზე "ქართული ოცნების" შედეგები გურიაში:
ოზურგეთი- 64,7%, - 23,362 ხმა
ლანჩხუთი- 61 %, - 10,106 ხმა
ჩოხატაური- 67 % - 7,821 ხმა
ჯამში 41 000-ზე მეტი ადამიანის მხარდაჭერა გურიაში"- წერს წილოსანი სოციალურ ქსელში.