კადიროვი 500 000 რუბლს გადაუხდის ოჯახებს, რომლებიც შვილებს ჩეჩნეთის ეროვნული გმირების სახელებს დაარქმევენ
ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის ინიციატივით, ოჯახები, რომლებიც ახალშობილებს ჩეჩენი "გმირების" სახელებს დაარქმევენ, ჯილდოს სახით 500 000 რუბლს მიიღებენ. ამის შესახებ კადირვმა საკუთარ "ტელეგრამ" არხზე დაწერა.
"დავალება გავეცი, წლის ბოლომდე, მოიფიქრონ აქციის ჩატარების თარიღი. მშობლები, რომლებიც ამ კონკრეტულ დღეს ახალშობილს ჩეჩენი გმირის სახელს დაარქმევენ, მიიღებენ 500 000 რუბლს" – წერს კადიროვი.
ჩეჩნეთის ლიდერმა რეგიონულ ხელისუფლებას დაავალა ამ ღონისძიებისთვის კონკრეტული თარიღის განსაზღვრა, რაც 2024 წლის დასრულებამდე უნდა ჩატარდეს.