თბილისში "მამების მარში" და კალათბურთელების მსვლელობა დაიწყო
რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის მიმართულებით "მამების მარში" დაიწყო.
როგორც მარშის მონაწილეები აცხადებენ, მათი მთავარი მოთხოვნაა: აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლება, ხელახალი და სამართლიანი არჩევნები და ევროინტეგრაციაა.
რესპუბლიკის მოედანზე მამების აქციას შეუერთდნენ კალათბურთის მოყვარულები და კალათბურთელებიც.