გურულები ყველაზე ჩქარა მივხვდით, რომ ევროპელები ვართ - ლევან წულაძე
გურულების საპროტესტო აქციას, რომელიც ევროპის მოედანზე დაიწყო და მსვლელობით პარლამენტთან გადაინაცვლა, რეჟისორი ლევან წულაძე შეუერთდა.
"ჯერ სანამ მთლიანად საქართველო მიხვდებოდა, რომ ევროპელი იყო, გურულები ყველაზე ჩქარა მივხვდით, რომ ევროპელები ვართ" - თქვა ლევან წულაძემ "პირველებთან" საუბრის დროს.
ჯერ სანამ მთლიანად საქართველო მიხვდებოდა, რომ ევროპელი იყო, გურულები ყველაზე ჩქარა მივხვდით, რომ ევროპელები ვართ. გაიხსენეთ გურულების წერილი ამერიკის პრეზიდენტს რომ მიწერეს, ჰე მიხედე ახლა საქმეს რაცხა, თორემ გლახად არის საქმეო. ძალიან რთული რამ არის "ქართული ოცნება". დანიშნეთ არჩევნები", - ამბობს ლევან წულაძე.
ინფორმაციისთვის, მოქალაქეები „ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს. მათი მოთხოვნა უცვლელია - დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ პროტესტის დროს დაკავებული მოქალაქეები.
ფოტო: ტვ პირველი