“ჩვენ ვიცავთ სიცოცხლეს!” - სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები რუსთაველის გამზირის მიმართულებით მარშს მართავენ
“ჩვენ ვიცავთ სიცოცხლეს!” - ამ ლოზუნგით “რუსთაველის მეტროდან” პარლამენტის მიმართულებით სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები მარშს მართავენ.
მარშის დაწყებამდე შეკრებილებმა ხელი მოაწერეს პეტიციას, რომლითაც ითხოვენ აქციების დროს დაკავებული ექიმების: გიორგი ახობაძისა და ირაკლი ქერაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლებას.
როგორც კლინიკა “ პირველის” ექიმმა, ბელა მეტრეველმა მიმდინარე მარშზე განაცხადა, ხელისუფლებას მოუწევს ხალხის ხმის გაგონება.
ხელისუფლებას მოუწევს ხალხის ხმა გაიგონოს. ის მიხვდება, რომ ირგვლივ ხალხი შემოეცალა. ის ადამიანებიც კი, რომლებიც მათ ხმას აძლევდნენ, თანდათან შემოეცალნენ - განაცხადა ბელა მეტრეველმა.
ინფორმაციისთვის, მოქალაქეები „ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს. მათი მოთხოვნა უცვლელია - დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ პროტესტის დროს დაკავებული მოქალაქეები.