თეგებით ძიება
19. 12. 2024 მსოფლიო

ადამიანს თუ არ აქვს იარაღი, რა მნიშვნელობა აქვს, 20 წლისაა თუ 30-ის? - ზელენსკი სამობილიზაციო ასაკის დაწევაზე

უკრაინია პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას, უპირველეს ყოვლისა, სჭირდება ახალი იარაღი და არა სამობილიზაციო ასაკის დაწევა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

„თუ თქვენ წინ ადამიანი იარაღის გარეშე დგას, რა აზრი აქვს, ეს ადამიანი 20 წლისაა თუ 30 წლის? არანაირი განსხვავება არ არის. ანუ, პარტნიორები ყურადღებას აქცევენ სამხედროების ფიზიკურ შესაძლებლობებს. და ჩვენ ყურადღებას ვაქცევთ იმ ფაქტს, რომ ჩვენ გვყავს „შიშველი“ ბრიგადები. უბრალოდ არ მინდა ამის გამეორება. ჩვენ გვყავს საკმარისი რაოდენობის სხვადასხვა ბრიგადა. არის ძლიერი ბრიგადები და არის ბრიგადები, რომლებიც დაკომპლექტებული არ არის, პირველ რიგში, იარაღით“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა