თეგებით ძიება
19. 12. 2024 მსოფლიო

ამოცნობის გასართულებლად, მოკლულ ჩრდილოეთკორეელ ჯარისკაცებს სახეებს უწვავენ - ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთი ჩრდილოეთკორეელი ჯარისკაცების რუსებად გასაღებას ცდილობს, მოკლულებს კი, იდენტიფიკაციის გასართულებლად სახეებს უწვავს.

"იმისთვის, რომ არ მოხდეს მათ (ჩრდილოეთკორეელი ჯარისკაცების) ამოცნობა, რუსები სახეებს უწვავენ, ამის დამადასტურებელი ვიდეოებიც გაგვაჩნია". – თქვა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსული ჯარისთვის ეს პრაქტიკა ახალი არ არის. საკუთარ დაღუპულებს რუსეთის წვავდა, რიგ შემთხვევებში კი ბრძოლის ველზე "დასალპობად ტოვებდა".

უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, ფრონტზე ამ დროისთვის 12 000 ჩრდილოეთკორეელი ჯარისკაცი იმყოფება.

"ფრონტზე დაახლოებით 12 000 ჩრდილოეთკორეელი ჯარისკაცია. ამ ეტაპზე ტყვედ არავინ ჩავარდნილა. ყველა მოკლულს რუსეთის ფედერაციის პასპორტები აქვს". – თქვა ზელენსკიმ.

წყარო: ტაბულა


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა