თეგებით ძიება

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ვახტანგ გომელაურს და მირზა კეზევაძეს სანქციები დაუწესა

აშშ-მა ვახ­ტანგ გო­მე­ლა­უ­რი­სა და მირ­ზა კე­ზე­ვა­ძის წი­ნა­აღ­მდეგ სან­ქცი­ე­ბი შე­მო­ი­ღო. ამის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბას აშშ-ის სა­ხა­ზი­ნო დე­პარ­ტა­მენ­ტი ავ­რცე­ლებს.

კერ­ძოდ, ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი, ვახ­ტანგ გო­მე­ლა­უ­რი და გან­სა­კუთ­რე­ბულ და­ვა­ლე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე, მირ­ზა კე­ზე­ვა­ძე აშშ-ის სა­ხა­ზი­ნო დე­პარ­ტა­მენ­ტის "სპე­ცი­ა­ლუ­რად გან­სა­ზღვრულ პირ­თა სია"-ში (SDN List) მოხ­ვდნენ.

გან­ცხა­დე­ბა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ვა­შინგტო­ნის ეს ნა­ბი­ჯი კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი იყო დიდ ბრი­ტა­ნეთ­თან, რო­მელ­მაც დღეს ასე­ვე შე­მო­ი­ღო სან­ქცი­ე­ბი ვახ­ტანგ გო­მე­ლა­უ­რი­სა და კი­დევ ოთხი ძა­ლოვ­ნის წი­ნა­აღ­მდეგ.

"სა­ქარ­თვე­ლოს არ­ჩევ­ნე­ბის ფონ­ზე, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს საკ­ვან­ძო ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი ჩარ­თუ­ლი იყ­ვნენ სას­ტიკ და ბო­როტ ზე­წო­ლა­ში სა­კუ­თა­რი ხალ­ხის წი­ნა­აღ­მდეგ, მათ შო­რის გან­ზრახ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის სა­მიზ­ნე­ში ამო­ღე­ბა­სა და ძა­ლა­დო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა­ში. შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი ერ­თგუ­ლი რჩე­ბა იმის, რომ პა­სუ­ხი აგონ მათ, ვინც ცდი­ლობს თა­ვი­სი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის უფ­ლე­ბე­ბის შე­ზღუდ­ვა­სა და ფუნ­და­მენ­ტუ­რი უფ­ლე­ბე­ბის­თვის ძი­რის გა­მო­თხრას - სა­ქარ­თვე­ლო­ში და მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით," - გა­ნა­ცხა­და აშშ-ის სა­ხა­ზი­ნო დე­პარ­ტა­მენ­ტის მდივ­ნის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლებ­ლის მო­ად­გი­ლემ, ბრედ­ლი სმიტ­მა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა