არავის პროტესტი არ მიკვირს დღეს ისე, როგორც ბიზნეს სექტორის - ბესო ხარძიანი
არავის პროტესტი არ მიკვირს დღეს ისე, როგორც ბიზნეს სექტორს ნუ დაგავიწყდებათ, რომ ბესო ხარძიანიც მაგ "თავისუფალი" ბიზნესის მსხვერპლია და არც თქვენზე ნაკლები ბიზნესი უკეთებია და არც თქვენზე ნაკლები უცხოვრია ამ ქვეყანაზე - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ბიზნესმენი ბესო ხარძიანი წერს.
,,მგონი 2012 წლამდე არ ყოფილა მსგავსი ფსიქოლოგიური წნეხი და ზეწოლა, როგორსაც დღეს განიცდის ბიზნესი, თან ისევ იმ ხალხის ხელით ვისაც ეს ყველაზე კარგად გამოსდიოდა, უბრალოდ იმ განსხვავებით, რომ დღეს უკვე ოპოზიციიდან ახერხებენ ამ ყველაფერს და პლიუს ვერ ახერხებენ ფიზიკურ ზეწოლას და ქონების იძულებით ჩამორთმევას, თორე არც ამაზე დაიხევდნენ უკან. (რას ჰქვია ჩვენ აზრზე არ ხართო).
თუ ვინმე მეტყვით, რომ ეს მხარდაჭერა კეთილი ნებით და სამშობლოს სიყვარულით კეთდება, დანარჩენი მერე გავაგრძელოთ. ვინ და თუ არა თქვენ უნდა იცოდეთ ყველაზე მეტად, ადამიანის უფლებების, სიტყვის და კერძო საკუთრების თავისუფლების ფასი. (განსაკუთრებით 2012 წლის შემდეგ).
არავის პროტესტი არ მიკვირს დღეს ისე, როგორც ბიზნეს სექტორის (გარკვეული ნაწილის რათქმაუნდა).
ნუ დაგავიწყდებათ, რომ ბესო ხარძიანიც მაგ "თავისუფალი" ბიზნესის მსხვერპლია და არც თქვენზე ნაკლები ბიზნესი უკეთებია და არც თქვენზე ნაკლები უცხოვრია ამ ქვეყანაზე.
ასე რომ ფრთხილად იყავით ზოგზოგიერთი და ბიზნესი, სამშობლოს სიყვარული და ტრაკის თამაში არ აგერიოთ ერთმანეთში.
მშვიდობა და გონიერება საქართველოს."- წერს ხარძიანი.