თეგებით ძიება

რას ნიშნავს მაგნიტსკის სანქციების ქვეშ მოხვედრა, ანუ რა პრობლემები შეიძლება შეექმნათ გომელაურსა და კეზევაძეს? - ნინო ლომჯარია განმარტავს

აშშ-მა ვახ­ტანგ გო­მე­ლა­უ­რი­სა და მირ­ზა კე­ზე­ვა­ძის წი­ნა­აღ­მდეგ სან­ქცი­ე­ბი შე­მო­ი­ღო. ამის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბას აშშ-ის სა­ხა­ზი­ნო დე­პარ­ტა­მენ­ტი ავ­რცე­ლებს.

კერ­ძოდ, ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი, ვახ­ტანგ გო­მე­ლა­უ­რი და გან­სა­კუთ­რე­ბულ და­ვა­ლე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე, მირ­ზა კე­ზე­ვა­ძე აშშ-ის სა­ხა­ზი­ნო დე­პარ­ტა­მენ­ტის "სპე­ცი­ა­ლუ­რად გან­სა­ზღვრულ პირ­თა სია"-ში (SDN List) მოხ­ვდნენ. რო­გორც ცნო­ბი­ლია, SDN List-ი "ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბებ­ზე ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლე­ბის მაგ­ნიტსკის გლო­ბა­ლუ­რი აქ­ტის" სა­ფუძ­ველ­ზე შე­იქ­მნა და 2017 წლი­დან მოქ­მე­დებს.

ყო­ფი­ლი სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი, ნინო ლომ­ჯა­რია გან­მარ­ტავს, რას ნიშ­ნავს მაგ­ნიტსკის სან­ქცი­ე­ბის ქვეშ მოხ­ვედ­რა.

"რას ნიშნავს მაგნიცკის სანქციების ქვეშ მოხვედრა?

1.  თუ დასანქცირებულ პირებს აქვთ ქონება, საბანკო ანგარიშები, ან რაიმე სახის აქტივები, რომლებიც იმყოფება ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე ან აშშ-ის იურისდიქციაში, ეს აქტივები გაიყინება;

2. ამერიკული ბანკები, ფინანსური ინსტიტუტები ან საერთაშორისო ინსტიტუტები, რომლებიც აშშ-ს ფინანსურ სისტემას იყენებენ, ვერ განახორციელებენ მათ ანგარიშებზე ტრანზაქციებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინიც მოექცევიან იგივე სანქციების ქვეშ;

3. მათ შესაძლოა სცადონ გადარიცხვები იმ ბანკების მეშვეობით, რომლებიც არ იყენებენ აშშ-ის საფინანსო სისტემას, თუმცა პრაქტიკაში ეს მეტად რთული იქნება, რადგან გლობალური ფინანსური სისტემა მჭიდროდაა დაკავშირებული ამერიკულ ბაზართან. ბევრი საერთაშორისო ბანკი უფრთხის სანქცირებულ პირებთან თანამშრომლობას, რომ მათაც არ დაემუქროთ შეზღუდვები ან სანქციები", - წერს ნინო ლომ­ჯა­რია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა