ნატო რუსეთთან ომისთვის ემზადება - რუსეთის საგარეო მინისტრის მოადგილე
ნატო აგრძელებს მზადებას რუსეთთან შეიარაღებული კონფლიქტისთვის, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე გრუშკომ განაცხადა.
"რუსეთი თანმიმდევრულად იცავს პირდაპირი კონფლიქტის თავიდან აცილების პოლიტიკას, მათ შორის ჩვენი სამხედრო შესაძლებლობების დემონსტრირებით. რაც შეეხება ნატოს ზოგად კურსს, ის საფრთხეს უქმნის როგორც რუსეთს, ასევე, გლობალური და რეგიონული უსაფრთხოების მთლიან არქიტექტურას“, - აღნიშნა გრუშკომ.
მან დასძინა, რომ რუსეთი გრძელვადიან პერსპექტივაში არის გამოცხადებული, როგორც „ყველაზე მნიშვნელოვანი და პირდაპირი საფრთხე მოკავშირეების უსაფრთხოებისთვის“.
მისი თქმით, ნატო, რომელიც რუსეთის ზრახვების დემონიზაციას ახორციელებს, ცდილობს მიაღწიოს უპირატესობას ყველა ოპერაციულ გარემოში, მუდმივად ზრდის რუსეთის საზღვრებთან სამხედრო კონტინგენტების რაოდენობას, ატარებს წვრთნებს, რომლებიც მოიცავს შეტევითი მოქმედებების პრაქტიკას და ავითარებს ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურას ჯარების, იარაღისა და აღჭურვილობის სწრაფი გადატანისთვის.