„სასიხარულო ამბავი მაქვს...“ - ალექსანდრე თირქია კლინიკიდან გაწერეს
საპროტესტო აქციაზე მძიმედ დაშავებული ალექსანდრე თირქია კლინიკიდან გაწერეს. ამის შესახებ ახალგაზრდამ სოციალურ ქსელში დაწერა.
"მოგესალმებით მეგობრებო, სასიხარულო ამბავი მაქვს, გამომწერეს ინგოროყვას კლინიკიდან.
ვაგრძელებ მკურნალობას და რეაბილიტაციას, ძალიან დიდი მადლობა ყველას ყურადღებისთვის, პატივისცემისთვის და გვერდში დგომისთვის". - წერს ალექსანდრე თირქია სოციალურ ქსელში.