თეგებით ძიება

სლოვაკეთი უკრაინას კონფლიქტით ემუქრება, თუ გაზის ტრანზიტი რუსეთიდან არ გაგრძელდება

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ თუ უკრაინა რუსეთის გაზის ტრანზიტის ნებართვას არ გასცემს მისი ტერიტორიის გავლით, სლოვაკეთსა და უკრაინას შორის შესაძლოა კონფლიქტური სიტუაცია წარმოიშვას, - განაცხადა ფიცომ.

"თუ ზელენსკი არ შეუშვებს ჩვენს გაზს, შეიძლება დაიწყოს სერიოზული კონფლიქტი“, - განაცხადა ფიცომ.

ფიცოს განცხადებით, ზელენსკიმ გამორიცხა კონტრაქტის გაგრძელების შესაძლებლობა და თავისი შეთავაზებები წარმოადგინა. მათ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა აბსურდული უწოდა.

"მაგალითად, ის (ზელენსკი) გააგრძელებს ტრანზიტს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ არ გადავუხდით ფულს მომწოდებლებს კონფლიქტის დასრულებამდე. რომელი სულელი მოგვაწვდის გაზს უფასოდ?“, - აღნიშნა ფიცომ.

როგორც ცნობილია, სლოვაკეთი რუსულ გაზს უკრაინის ტერიტორიიდან იღებს. გრძელვადიანი კონტრაქტი „გაზპრომსა“ და „ნაფტოგაზ უკრაინას“ შორის ამ წელს იწურება. უკრაინის ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ არ აპირებს ამ კონტრაქტის გაგრძელებას.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა