საეჭვო კაცი, ძალიან საეჭვო დროს ჩამოდის თბილისში და საეჭვო შეხვედრების შემდეგ ძალიან საეჭვო განცხადებას აკეთებს - გიორგი გახარია
„საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს, სადაც ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ვიზიტის შესახებ საუბრობს.
„მოკლედ, საეჭვო კაცი, ძალიან საეჭვო დროს ჩამოდის თბილისში და საეჭვო შეხვედრების შემდეგ ძალიან საეჭვო განცხადებას აკეთებს“, - ამბობს გახარია.
ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა: „ყველა ძალა, როგორც უმრავლესობა, ასევე ოპოზიცია ვალდებულია ჩაერთოს დიალოგში, დაიცვას და პატივი სცეს დემოკრატიულ პრინციპებს“.