პარლამენტის მიმდებარედ აქცია დაიწყო - საავტომობილო გზა გადაკეტილია
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარედ აქცია დაიწყო. ცოტა ხნის წინ, ბარათაშვილის ქუჩაზე ენერგეტიკოსების მარში გაიმართა. ადამიანები, ნათურებით და საპროტესტო მოწოდებებით ხელში მსვლელობით პარლამენტამდე მივიდნენ. აქციას იურისტთა მარშიც შეუერთდა, რომელმაც სტარტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმდებარე ტერიტორიიდან აიღო.
პარალელურად, აქციას შეუერთდნენ საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები და„ვეგანების მარშის“ მონაწილეები, რომლებმაც რესპუბლიკის მოედნიდან გამართეს მსვლელობა.
მოქალაქეები უკვე 23-ე დღეა, რაც საპროტესტო აქციებს მართავენ. ისინი „ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს. საპროტესტო გამოსვლები დედაქალაქში და ქვეყნის რამდენიმე ქალაქში უწყვეტად უკვე 18 დღეა მიმდინარეობს.