თეგებით ძიება

ღვთისმშობლის ხატი, რომლის შექმნაც მამა თეიმურაზის სიცოცხლეში დაიწყო, მის დაბადების დღეს ჩამობრძანდა - მამა თეიმურაზი 31 წლის გახდებოდა

ღვთისმშობლის ხატი, რომლის შექმნაც მამა თეიმურაზის სიცოცხლეში დაიწყო და მის დაბადების დღეზე 11 დეკემბერს ჩამობრძანდა ჩვენს ეპარქიაში, ხვალ 21 დეკემბერს წაბრძანდება სოფელი დიდ ჩაილურში - ამის შესახებ ინფორმაციას ფეისბუქის გვერდი „წმინდა დოდო გარეჯელის სახელობის ტაძარი“ ავრცელებს.

"ღვთისმშობლის ხატი, რომლის შექმნაც მამა თეიმურაზის სიცოცხლეში დაიწყო და მის დაბადების დღეს, 11 დეკემბერს ჩამობრძანდა ჩვენს ეპარქიაში, ხვალ 21 დეკემბერს წაბრძანდება სოფელ დიდ ჩაილურში.

 ხვალიდან, სამუდამოდ დაივანებს ხატი დიდი ჩაილურის ღვთისმშობლის შობის ტაძარში.

 ვისაც სურვილი გაქვთ, შეგიძლიათ გააცილოთ დედა ღვთისმშობლის ხატი წმ. დოდო გარეჯელის ტაძრიდან დაახლოებით 09:30 სთ-ზე. დიდ ჩაილურში ხატს დახვდება მამა გიორგი და წირვის შემდეგ შესრულდება პარაკლისი.

 შეგეწიოთ დედა ღვთისმშობელი" - წერია წმინდა დოდო გარეჯელის სახელობის ტაძრის ფეისბუქ გვერდზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა