გონგო ორგანიზაციებს და სატელიტ ოპოზიციას ალენ ბერსეც შეუერთდა - ნათია მეზვრიშვილი
როგორც ჩანს, ივანიშვილის დაპირებული ჯილდოებით თვალებგაბრწყინებულ ბატონ ბერსეს არ აუხსნეს, რომ ახლა სხვა დროა, პროცესი ქუჩაში მიდის, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი, ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„გონგო ორგანიზაციებს და სატელიტ ოპოზიციას ალენ ბერსეც შეუერთდა.
როგორც ჩანს, ივანიშვილის დაპირებული ჯილდოებით თვალებგაბრწყინებულ ბატონ ბერსეს არ აუხსნეს, რომ ახლა სხვა დროა, პროცესი ქუჩაში მიდის და ხალხის ლეგიტიმაციის გარეშე ვერსად დაჯდება, მითუმეტეს, ვერ შეალამაზებს რუსულ კანონს.
არაუშავს, ხალხი აუხსნის.
ხომ ძალიან უნდოდა „ოცნებას“ ენახა. ხოდა, ახლა ნახავს „ოცნებაც“ და ბატონი ბერსეც როგორ იმუშავებს ხალხის საზიანოდ შიდა საქმეებში ჩარევა და არალეგიტიმურებთან ხალხის ნებართვის გარეშე დალაგების მცდელობა.
ასეთ ტიპებთან კეკლუცი არ გამოვა. ვინც პროტესტის გაფუჭებას შეეცდება, ყველას უნდა მივუჩინოთ თავისი ადგილი“, - წერს მეზვრიშვილი.