თეგებით ძიება

ეუთოს დასკვნა ამბობს, რომ არჩევნებმა ვერ მოპოვა საზოგადოების ნდობა - სალომე სამადაშვილი

ეუთოს დასკვნა ამბობს, რომ არჩევნებმა ვერ მოპოვა საზოგადოების ნდობა, წერტილი! - ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელშ წერს.

მისი თქმით, დასკვნაში საუბარია იმ უამრავ დარღვევაზე, რაც საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირდა. 

ეუთოს დასკვნა ცალსახად ამბობს, რომ საარჩევნო პროცესი წარიმართა უამრავი დარღვევით და ვერ მოოპოვა საზოგადოების ნდობა. 

ორგანიზაცია აცხადებს, რომ მისი მანდატი არ გულისხმობს არჩევნების ლეგიტიმურობის აღიარებას, მხოლოდ პროცესის შეფასებას. პროცესი შეფასებულია უარყოფითად. 

დასრულდა საუბარი ეუთოს დასკვნის მოლოდინზე. 

დასკვნა დაიდო. არჩევნებმა ვერ მოპოვა საზოგადოების ნდობა. წერტილი", - წერს სალომე სამადაშვილი. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა