თეგებით ძიება

სინამდვილეში, ეუთო/ოდირის დასკვნა არის უკიდურესად უარყოფითი და კრიტიკული - ბარი ჯაფარიძე

სახეზეა პრობლემა წაკითხულის კარგად გაგების თვალსაზრისით, სინამდვილეში, ეუთო/ოდირის დასკვნა არის უკიდურესად უარყოფითი - ასე აფასებს „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შესახებ OSCE/ODIHR -ის საბოლოო დასკვნას.

„სახეზეა პრობლემა წაკითხულის კარგად გაგების თვალსაზრისით, ეს პრობლემა გამოიხატა კობახიძის შემთხვევაში, როდესაც მან წაიკითხა ეუთო/ოდრის დასკვნა და გამოიტანა სრულიად სხვა შთაბეჭდილება. სინამდვილეში, ეუთო/ოდირის დასკვნა არის უკიდურესად უარყოფითი, პრაქტიკულად არ არსებობს დარღვევა, რომელიც არ არის დაფიქსირებული, შესაბამისად, სხვა არაფერი დარჩენოდა კობახიძეს, გარდა თავის მოკატუნებისა, თითქოს, მათთვის რამე სასარგებლო ეწეროს. სინამდვილეში ეს არის უკიდურესად უარყოფითი და კრიტიკული დასკვნა“,- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა