თეგებით ძიება

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. SEU-ს ცნობით, ამავე უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის სტუდენტი ტრაგიკულად გარდაიცვალა.

"SEU-ს აკადემიური და ადმინისტრაციული გუნდი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ჩვენი სტუდენტის, გუგა დავითაშვილის ტრაგიკული გარდაცვალების გამო!

გუგა იყო ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამის გამორჩეული სტუდენტი.

ვუსამძიმრებთ გუგას ოჯახსა და მეგობრებს ამ დიდ ტრაგედიას", – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

არსებული ინფორმაციით, გუგა დავითაშვილი დავითაშვილი ავარიის შედეგად დაიღუპა.

"სიტყვები არ არსებობს სანუგეშოთ ხათო შოკირებულები ვართ...

უმძიმესი ტრაგედია, ვიზიარებ თქვენს მწუხარებას ხათო, უსაყვარლესი ბავშვი იყო, გული მომიკვდა...

რატომ უფალო... გუგა ასეთი კარგი... სიტყვები არ არსებობს სანუგეშებლად. უზომოდ განვიცდი. გაანათლის გუგას სული....

გენაცვალე გუგა, ვერ ვინელებ ამ საშინელ ტრაგედიას. ხათო გამძლეობა... არც ვიცი რა გითხრა... ეს ის მომენტია, როცა სიტყვები ზედმეტია ცუდად ვარ" - წერენ სოციალურ ქსელში გარდაცვლილის ახლობლები.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა