"რატომ არ უნდა ვიმღეროთ? მოკვდა ვინმე? ნუ იმღერებს ნინო ქათამაძე, იმხელას ღრიალებდა, ეგ არცაა სიმღერა... თუ რუსთაველზე ხორუმის ცეკვა შეიძლება, რატომ არ შეიძლება სიმღერა?" - ეკა კვალიაშვილი
"კონცერტი ჩემი საქმეა, მე თუ კონცერტზე არ გამოვედი, არ ვიმღერე, მე უკაცრავად და ვინ მარჩენს ძალიან მაინტერესებს. რომ ყვირიან არ გამოხვიდეთო, რატომ არ უნდა გამოვიდე კონცერტზე?!" - ამბობს ეკა კვალიაშვილმა გადაცემა "ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში". მისი თქმით, არ თანაუგრძნობს რუსთაველზე მიმდინარე პროტესტს
- მე არაფერს არ ვაპროტესტებ და კონცერტებშიც მივიღებ მონაწილეობას. სიმღერა ჩემი სამსახურია, კონცერტი ჩემი საქმეა. მე თუ კონცერტზე არ გამოვედი, თუ არ ვიმღერე - ვინ მარჩენს?
რომ ყვირიან არ გამოხვიდეთო, რატომ არ უნდა გამოვიდეთ კონცერტზე? გავიგე, რომ პროტესტია, მაგრამ მე რა შუაში ვარ ამ შემთხვევაში? ვისაც ეპროტესტება გააპროტესტოს და მე მემღერება და ვიმღერებ. ახალი წელია რატომ არ უნდა ვიმღეროთ?! მოკვდა ვინმე? მორჩა? მე ის მეხანძრე უფრო მედარდება ხანძრის დროს რომ დაიღუპა.
მე ვზივარ და ფაქტობრივად სპექტაკლს ვუყურებ, არ მგონია, რომ მთავრობის კურსი იყოს შეცვლილი. ამაზე "ქართულ ოცნებამაც" ისაუბრა. მეც ვეთანხმები, რატომ ვეხვეწოთ, ჩვენ იმხელა ტრადიციების ქვეყანა ვარ, იქით გვეხვეწონ. მე ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი ქვეყნით, კლიმატით, ყველაფრით. თუ ევროპაში მომინდება, წავალ დროს გავატარებ და ჩამოვალ.
რაც შეეხება არჩევნებს, არ მგონია ამხელა გაყალბება ყოფილიყო, ამაში ეჭვი მეპარება. ვინც ამას ლაპარაკობს, ეს ხალხი ჩემთვის ნულის ქვევით არიან. უკაცრავად გზები რომ დააგეს და ბათუმში სასტუმროები ააშენეს, ეს არ არის სახელმწიფოს მშენებლობა. სამაგიეროდ ბევრი სახლი დაანგრიეს, ხალხი დაიჭირეს, ბევრიც აწამეს და დახოცეს, ახლა კი ბევრ სპექტაკლებს დგამენ. ვისაც გვღვიძავს ვიცით რა ხდება. ნუ იმღერებს ნინო ქათამაძე, ჰოდა არც მღერის იმხელას ღრიალებდა, უკაცრავად ნინოსთან და ყვიროდა რაღაცას, რომ ეგ არცაა სიმღერა. დადგეს და იყვიროს მაშინ თუ არ ემღერება. მე მემღერება, მაია ბარათაშვილსაც ემღერება. ნინო ქათამაძე სულ არ არის ჩემი კოლეგა, არც მაია დარსმელიძე, მაგათ ცალკე შოუბიზნესი აქვთ. მე არ ვარ მათი კოლეგა.
თუ რუსთაველზე ხორუმის ცეკვა შეიძლება და რატომ არ შეიძლება ბავშვებისთვის სიმღერა ახალ წელს. ფაშისტური მიდგომაა, როდესაც ამბობენ, რომ ერთი აზრი არსებობს მხოლოდ. მიმღებლობა და რწმენა თუ არ არსებობს, იქ არც სიყვარულია.