თეგებით ძიება

ტრამპს მოსწონს უნგრეთი, სი ძინპინი ეწვია უნგრეთს, ჩვენი მეგობარია ერდოღანი, ასეთი რამ უნგრეთის დიპლომატიის ისტორიას არ ახსოვს - ორბანი

"დონალდ ტრამპს მოსწონს უნგრეთი, სი ძინპინი ეწვია უნგრეთს, ჩვენი მეგობარია ერდოღანი, ასეთი რამ უნგრეთის ისტორიას არ ახსოვს,“ - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა Magyar Nemzet-თან ინტერვიუში განაცხადა. 

ორბანის თქმით, უნგრეთი მსოფლიოში მეგობრებს და პარტნიორებს იძენს, მათ შორის არის რუსეთის პრეზიდენტი. 

ამასთან, ორბანმა თქვა, რომ ქვეყნის გონივრული საგარეო პოლიტიკა არის მეგობრების შეძენა, რადგან მსოფლიოში რაც შეიძლება მეტი ქვეყანა უნდა იყოს დაინტერესებული უნგრელების წარმატებით.

"აშშ-ის ახალ პრეზიდენტს მოსწონს უნგრეთი. ჩინეთის პრეზიდენტი ეწვია ევროკავშირის ორ ქვეყანას - საფრანგეთს და უნგრეთს, ჩვენი მეგობარი არის თურქეთის პრეზიდენტი, ჩვენი კარგი მეგობარია ისრაელის პრემიერ-მინისტრი. უნგრეთის დიპლომატიის ისტორიაში მსგავსი რამ თითქმის არ ყოფილა“, - აცხადებს ორბანი. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა