თეგებით ძიება

70-ზე მეტი რაკეტა და 100-ზე მეტი დრონი, პუტინმა თავდასხმისთვის შობა განზრახ აირჩია, რა შეიძლება იყოს ამაზე უფრო არაჰუმანური? - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, შობის დღესასწაულზე რუსი ოკუპანტების მორიგი სამიზნე უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა გახდა.

ზელენსკის თქმით, ოკუპანტებმა შობის დღეს უკრაინის ენერგეტიკულ სექტორზე მასიური თავდასხმის დროს 70-ზე მეტი რაკეტა და ასზე მეტი დრონი გამოიყენეს. 

ზელენსკის ინფორმაციით, უკრაინულმა ძალებმა 50-ზე მეტი რაკეტის და უპილოტო საფრენი აპარატების მნიშვნელოვანი ნაწილის ჩამოგდება შეძლეს. 

"პუტინმა თავდასხმისთვის შობა განზრახ აირჩია, რა შეიძლება იყოს ამაზე უფრო არაჰუმანური? 70-ზე მეტი რაკეტა, მათ შორის ბალისტიკური რაკეტები და ასზე მეტი დრონი გამოიყენეს. წინასწარი მონაცემებით, ჩვენმა დამცველებმა მოახერხეს 50-ზე მეტი რაკეტის და დრონების მნიშვნელოვანი ნაწილის ჩამოგდება. რუსული ბოროტება უკრაინას ვერ გატეხს და შობას ვერ ჩაშლის“, - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა