"დმანისში სტუდენტებს ვუმღერე რამდენიმე სიმღერა, ბევრს არაფერს არ დავწერ და თავს არ გავიმართლებ…" - რას ამბობს თიკა ჯამბურია?
მომღერალი,თიკა ჯამბურია სოციალურ ქსელში ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც მან სამთავრობო კონცერტში მიიღო მონაწილეობა.
მომღერალი „ინსტაგრამზე“ წერს, რომ დმანისში ახალგაზრდულ ბანაკში იმყოფებოდა სადაც სტუდენტებისთვის რამდენიმე სიმღერა შეასრულა:
"ბევრს არაფერს არ დავწერ და თავს არ გავიმართლებ… 21-ში 7 საათიდან ვიყავი დმანისში ახალგაზრდულ ბანაკში, სადაც სტუდენტებს ვუმღერე რამდენიმე სიმღერა… სამწუხაროდ არ მაქვს სუპერ ნიჭი, რომ 2 ადგილას ერთდროულად ვიყო, თუმცა ქართველ ხალხს აქვს ნიჭი, გაგანადგუროს, დაგაგდოს და გადაგიაროს დაუსაბუთებლად“ - წერს თიკა ჯამბურია სოციალურ ქსელში.