პარლამენტში ჩუმად შეიპარებიან და გალა კონცერტს გამართავენ - ლევან ხაბეიშილი ყაველაშვილის ინაუგურაციაზე
"გალა კონცერტი" - ასე აფასებს "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი ყაველაშვილის ინაუგურაციას.
"სრული იზოლაცია აქვს რუსული ოცნების ხელისუფლებას და პრეზიდენტს. ვხედავთ, რომ მათი პარტნიორებიც კი არ აღიარებენ. ისინი რასაც ინაუგურაციას ეძახიან, ეგ არის გალა კონცერტი საქართველოს პარლამენტის შენობაში. არანაირი ინაუგურაცია არ იქნება. იქნება სამხიარულო გალა კონცერტი ხარებას ბანდფორმირებების გარშემორტყმული ნიღბიანებით დაცული ხალხი. ჩუმად შეიპარებიან და რაღაცას აღნიშნავენ, რომ რაღაც უხარიათ. ამასობაში, აბსოლუტურად სხვა რეალობაა ქვეყანაში და ვხედავთ, რომ აბსოლუტურ იზოლაციაშია „ქართული ოცნება“ მოქცეული", - ამბობს ლევან ხაბეიშვილი.