იქითკენ არიან ჩაკეტილები, ჩვენ ვართ გარეთ, იმიტომ, რომ ჩვენ არაფრის გვეშინია, არც გისოსების - სალომე ზურაბიშვილი
იქითკენ არიან ჩაკეტილნი, შეშინებულნი, სანქცირებულნი და დაბოღმილები, ჩვენთან არის სიმართლე და სიყვარული, - ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა ათონელის სასახლესტან გამართულ ბრიფინგზე ისაუბა. პრეზიდენტმა მოქალაქეებს უთხრა, რომ მათთან სიყვარული სუფევს და ამიტომაც, აუცილებლად გაიმარჯვებენ.
იქითკენ არის სიცარიელე, აქ არის საზოგადოება, იქითკენ არიან ჩაკეტილები, ჩვენ ვართ გარეთ, იმიტომ, რომ ჩვენ არაფრის გვეშინია, არც გისოსების... ეს არის ნამდვილი პაროდია და ამ სახელმწიფოს ასეთი პაროდიები არ ეკადრება... იქ არიან ჩაკეტილნი, შეშინებულნი, გაყიდულნი, არალეგიტიმური, არაღიარებული, სანქცირებული და დაბოღმილები. ჩვენ ვართ ღია, თავისუფალი, ლაღი და მშვიდი. ჩვენთან არის სიმართლე, რადგან ჩვენთან არის სიყვარული - ქვეყნის სიყვარული და ჩვენთან არის ერთმანეთის სიყვარული და ამიტომ არის, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.