თეგებით ძიება

გულწრფელად მივესალმები პრეზიდენტის დღევანდელ გადაწყვეტილებას, ეს ძალიან სწორი ნაბიჯი იყო! - მამუკა ხაზარაძე

პრეზიდენტის ლეგიტიმაციის ძალა არის ხალხი! ლეგიტიმური პრეზიდენტი უნდა იყოს ხალხთან! რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიეღო სალომე ზურაბიშვილს, ჩვენ მას მხარს დავუჭერდით, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.

„მე გულწრფელად მივესალმები პრეზიდენტის დღევანდელ გადაწყვეტილებას, ეს ძალიან სწორი ნაბიჯი იყო!

რუსი ოლიგარქის კარზე მიმდინარე სამარცხვინო პაროდიის ფონზე, დღეს კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდა თავისუფალი, ქართველი ხალხის უპირატესობა!

ბრძოლა გრძელდება! ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ, ერთად დავასრულებთ ამ არალეგიტიმურ ხელისუფლებას! ჩვენ ერთად დავასრულებთ კრიზისს ჩვენს ქვეყანაში და წავიყვანთ საქართველოს ევროპაში!“,- წერს ხაზარაძე სოციალურ ქსელში.

სალომე ზურაბიშვილმა დღეს განაცხადა, რომ ორბელიანების სასახლეს დატოვებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა