სალომე ზურაბიშვილი შვილთან ერთად სვეტიცხოვლის ტაძარში წირვას ესწრება
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სვეტიცხოვლის ტაძარში წირვას ესწრება.
სალომე ზურაბიშვილი სვეტიცხოველში შვილთან, თეიმურაზ გორჯესტანთან ერთად იმყოფება.
მანამდე, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლიდან მოქალაქეებს მიმართა და აღნიშნა: „გამოვალ აქედან, თქვენთან გამოვალ და თქვენთან ერთად ვიქნები, ჩემთან ერთად მიმაქვს ლეგიტიმურობა“.
სალომე ზურაბიშვილს უფლებამოსილების ვადა დღეს ამოეწურა.