რუსულმა მხარემ აზერბაიჯანს ბოდიში უნდა მოუხადოს, უნდა აღიარონ დანაშაული, დამნაშავეები უნდა დაისაჯონ - ალიევი ავიაკატასტროფაზე
რუსულმა მხარემ უნდა აღიაროს დანაშაული, დაისაჯონ დამნაშავეები და გადაიხადონ კომპენსაციას, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა.
ალიევის თქმით, 27 დეკემბერს რუსეთს აზერბაიჯანის მოთხოვნები ღიად ეცნობა.
„უპირველესად, რუსულმა მხარემ აზერბაიჯანს ბოდიში უნდა მოუხადოს. მეორე, უნდა აღიარონ მათი დანაშაული. მესამე, დამნაშავეები უნდა დაისაჯონ, პასუხისგებაში უნდა მიეცნენ და კომპენსაცია გადაუხადონ აზერბაიჯანის სახელმწიფოს, დაშავებულ მგზავრებსა და ეკიპაჟის წევრებს. ეს არის ჩვენი პირობები. პირველი მათგანი გუშინ უკვე შესრულდა და იმედი მაქვს, რომ ჩვენი სხვა პირობებსაც მიიღებენ. ყველა ეს პირობა სამართლიანია. ეს ეფუძნება საერთაშორისო გამოცდილებასა და ადამიანის ნორმალური ქცევის პრინციპებს“, – განაცხადა ალიევმა.