ჩრდილოკორეელი სამხედროების ან ირანის მარიონეტების გამოჩენა ნატო-ს ქვეყნების საზღვრებთან სავსებით შესაძლებელია, თუ რუსეთი ახლა არ შეჩერდება - ერმაკი
რუსული არმიის სამხედრო ფორმაში ჩრდილოეთ კორეის ან ირანის ჯარები ნატო-ს წევრი ქვეყნების ზღურბლზე, ეს ძალიან რეალური სცენარია, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა.
ერმაკის თქმით, ალიანსმა უნდა განიხილოს მათ საზღვრებთან ჰიბრიდული საფრთხეების რისკები.
„ჩრდილოკორეელი სამხედროების ან ირანის მარიონეტების გამოჩენა ნატო-ს ქვეყნების საზღვრებთან სავსებით შესაძლებელია, თუ რუსეთი ახლა არ შეჩერდება. ჩრდილოკორეელი სამხედროები უკვე იბრძვიან ევროპაში. ვის წარმოედგინა ეს? ახლა სწორედ ის მომენტია, რომელიც მოითხოვს ძლიერ გადაწყვეტილებებს და მტკიცე ქმედებებს“, – განაცხადა ანდრეი ერმაკმა.