თეგებით ძიება

"39 წლის გახდებოდა, მისი მკვლელი შეიწყალა როგორც კი პრეზიდენტი გახდა“ - რას წერს ნანა ლორთქიფანიძე დათო ოთხმეზურზე?

2004 წელს პეკინის და მიცკევიჩის ქუჩების კვეთაზე აკადემიკოს მარიკა ლორთქიფანიძის შვილიშვილი და ისტორიკოს გოგი ოთხმეზურის შვილი მოკლეს.

საქმე წლების შემდეგ გამოცხადდა გახსნილად.

2016 წელს ბრალდებული ასლან ბეჟანიძე ორმა ინსტანციამ გაამართლა. მოგვიანებით, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გახდა, დათო ოთხმეზურის მკვლელი შეიწყალა.

გარდაცვლილი 39 წლის გახდებოდა. მსახიობი და ტელეწამყვანი ნანა ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ სიმბოლურია აღნიშნულ დღეს სალომე ზურაბიშვილის წასვლა რეზიდენციიდან.

"დღეს ეს ვარსკვლავბიჭუნა 39 წლის გახდებოდა დათო ოთხმეზური(გიორგი ოთხმეზურის შვილი). სალომე ზურაბიშვილმა მისი მკვლელი შეიწყალა როგორც კი პრეზიდენტი გახდა. რა სიმბოლურია რომ სწორედ დღეს გავაცილეთ მოქალაქე სალომე ზურაბიშვილი", - წერს ნანა ლორთქიფანიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა