თეგებით ძიება

"ერთადერთი, რაც მათ კრავს, ეს არის საერთო პატრონი, რომელიც საერთო დავალებებს აძლევს" - ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე

გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ ოპო­ზი­ცი­ას ნაკ­ლე­ბად აქვს სა­ხალ­ხო მხარ­და­ჭე­რა, მათ ვერ შეძ­ლეს ვერც ქუ­ჩა­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბა, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ „იმე­დის კვი­რა­ში“ გა­ნა­ცხა­და.

პრე­მი­ე­რის თქმით, ოპო­ზი­ცია ისე­ვე წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი იყო ქუ­ჩა­ში, რო­გორც იყო წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი არ­ჩევ­ნებ­ზე.

"გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ ოპო­ზი­ცი­ას ნაკ­ლე­ბად აქვს სა­ხალ­ხო მხარ­და­ჭე­რა, მათ ვერ შეძ­ლეს ვერც ქუ­ჩა­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბა. ერთი და იგი­ვე რე­სურ­სი სჭირ­დე­ბა არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბას და ქუ­ჩა­ში წარ­მა­ტე­ბას. ეს არის სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხარ­და­ჭე­რა. გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა მხარს ჭერს „ქარ­თულ ოც­ნე­ბას", რა თქმა უნდა, ოპო­ზი­ცია ისე­ვე წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი იყო ქუ­ჩა­ში, რო­გორც იყო წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი არ­ჩევ­ნებ­ზე", - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ­მა.

ამას­თან, კო­ბა­ხი­ძის თქმით, ოპო­ზი­ცია არის ერ­თი­ა­ნი, კო­ლექ­ტი­უ­რი ძალა და ამ კო­ლექ­ტი­უ­რო­ბას გა­ნა­პი­რო­ბებს სწო­რედ ერთი ხელი, რო­მე­ლიც მარ­თავს ყვე­ლა ამ პო­ლი­ტი­კურ სუ­ბი­ექტს.

"რე­ა­ლუ­რად, ოპო­ზი­ცი­ის შიგ­ნით, პარ­ტი­ებს შიგ­ნი­თაც კი აქვთ სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი, სე­რი­ო­ზუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბე­ბი, წი­ნა­აღ­მდე­გო­ბე­ბი. ერ­თა­დერ­თი, რაც მათ კრავს, ეს არის სა­ერ­თო პატ­რო­ნი, რო­მე­ლიც სა­ერ­თო და­ვა­ლე­ბებს აძ­ლევს. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, ეს ოპო­ზი­ცია აქამ­დე იქ­ნე­ბო­და დაშ­ლი­ლი. სი­ნამ­დვი­ლე­ში, ეს არის ერ­თი­ა­ნი, კო­ლექ­ტი­უ­რი ძალა და ამ კო­ლექ­ტი­უ­რო­ბას გა­ნა­პი­რო­ბებს სწო­რედ ერთი ხელი, რო­მე­ლიც მარ­თავს ყვე­ლა ამ პო­ლი­ტი­კურ სუ­ბი­ექტს. სხვა შემ­თხვე­ვა­ში, მათ შო­რის, იმის გამო, რომ ეს პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა და­მარ­ცხდა, ბუ­ნებ­რი­ვია, იქ არის სე­რი­ო­ზუ­ლი შიდა და­პი­რის­პი­რე­ბე­ბი, თუმ­ცა სწო­რედ გარე ჩა­რე­ვა არ აძ­ლევთ მათ იმის თა­ვი­სუფ­ლე­ბას, რომ და­ი­შა­ლონ, გა­ი­შა­ლონ და სხვა­ნა­ი­რად სცა­დონ წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა მო­მა­ვალ­ში", - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ­მა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა