"კიდევ ერთი უმძიმესი ნაბიჯი გადადგა" - ნიკა გვარამია განცხადებას ავრცელებს
"დღეს დილიდან, უზურპატორულმა რეჟიმმა თვითმარქვია პრეზიდენტის ხელმოწერით გამოაქვეყნა კანონები, რომელთა მოქმედება არა მხოლოდ არალეგიტიმურობის, არამედ ანტიკონსტიტუციურობის და ანტიკონვენციურობის გამო დაუშვებელია, რადგან შეიცავს ადამიანის უფლებების და თავისუფლების შეზღუდვის უმძიმეს წინაპირობებს.
ამ "კანონებით" ხელისუფლების უზურპაციამ და რეჟიმის ავტორიტარიზმიდან დიქტატურისკენ სვლამ კიდევ ერთი უმძიმესი ნაბიჯი გადადგა", - ამის შესახებ ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.