თეგებით ძიება

"მეგონა, რომ მარტო მშვიდი და ლაღი სიმღერის სიმღერა შემეძლო, თუ მე ხმას ასე ამოვიღებდი, ნამდვილად არ მეგონა" - თამრიკო ჭოხონელიძე

ქარ­თვე­ლი ადა­მი­ა­ნი არ უნდა გა­აბ­რა­ზო და შე­უ­რა­ცხყო­ფა არ უნდა მი­ა­ყე­ნო. ჩვენ ახლა ვართ შე­უ­რა­ცხყო­ფი­ლე­ბი და გაბ­რა­ზე­ბუ­ლე­ბი. მგო­ნია, რომ ქარ­თვე­ლი ხალ­ხი თა­ვის სი­ტყვას ამ­ბობს, - ამის შე­სა­ხებ მომ­ღე­რალ­მა, თამ­რი­კო ჭო­ხო­ნე­ლი­ძემ აქ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

"ხე­ლი­სუ­ფა­ლი იმი­ტომ გქვია, რომ ხალ­ხს უნდა ემ­სა­ხუ­რე­ბო­დე. ისი­ნი ქარ­თველ ხალ­ხს არ იც­ნობ­დნენ. ჩემ­თვის

ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ძა­ლი­ან და­ჩაგ­რუ­ლე­ბი არი­ან თუნ­დაც იმი­ტომ, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი, რაც აქ ხდე­ბა არ იცოდ­ნენ, რომ ეს ელო­დათ. ქარ­თვე­ლი ადა­მი­ა­ნი არ უნდა გა­აბ­რა­ზო და შე­უ­რა­ცხყო­ფა არ უნდა მი­ა­ყე­ნო. ჩვენ ახლა ვართ შე­უ­რა­ცხყო­ფი­ლე­ბი და გაბ­რა­ზე­ბუ­ლე­ბი. მგო­ნია, რომ ქარ­თვე­ლი ხალ­ხი თა­ვის სი­ტყვას ამ­ბობს. კი­დევ 30 დღე რომ დას­ჭირ­დეს, არ და­ვიღ­ლე­ბით, რად­გან უკან და­სა­ხე­ვი გზა არ გვაქვს. ერთ მხა­რეს არის და­ღუპ­ვა, მე­ო­რე მხა­რეს არის გა­დარ­ჩე­ნა, რა თქმა უნდა, წა­ვალთ იქ სა­დაც გა­დარ­ჩე­ნაა. ეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აღ­მოჩ­ნდა მა­რი­ო­ნე­ტი, ყვე­ლა­ზე დიდი მტრის, ეს არის რუ­სე­თი, ამა­ზე მწყდე­ბა გული. ქარ­თუ­ლი გვა­რის მა­ტა­რებ­ლე­ბი არი­ან და რა ჩა­ი­დი­ნეს? რო­გორ არ რცხვე­ნი­ათ?!

ჩვენ ვართ გაბ­რა­ზე­ბუ­ლე­ბი. მე­გო­ნა, რომ მარ­ტო მშვი­დი და ლაღი სიმ­ღე­რის სიმ­ღე­რა შე­მეძ­ლო, თუ მე ხმას ასე ამო­ვი­ღებ­დი, ნამ­დვი­ლად არ მე­გო­ნა. ყვე­ლა­ფე­რი შე­უძ­ლია გაბ­რა­ზე­ბულ ადა­მი­ანს. ახლა არის კა­ტე­გო­რი­უ­ლი მო­თხოვ­ნა და ეს უნდა გა­ა­კე­თონ.

ქვე­ყა­ნა­ში ისე­თი მოვ­ლე­ნე­ბი ვი­თარ­დე­ბა, უნდა მიხ­ვდნენ, რომ მათი საქ­მე ვერ არის კარ­გად და დრო­ზე მიხ­ვდნენ და გა­მო­უშ­ვან და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, ახალ წელს ოჯახ­ში შე­ახ­ვედ­რონ",- გა­ნა­ცხა­და ჭო­ხო­ნე­ლი­ძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა