თეგებით ძიება
30. 12. 2024 მსოფლიო

PORNHUB-მა 2024 წელი შეაჯამა - რას უყურებდნენ საქართველოში წელს ყველაზე მეტად

ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პორნოგრაფიული საიტი, Pornhub-ი ყოველი წლის დეკემბერში შემაჯამებელ სატატისტიკას აქვეყნებს - აღნიშნული "ტრადიცია", პორნოსაიტმა 2013 წლიდან დაიწყო სადაც ის ერთიანად, დამუშავებული ფორმით აწვდის მკითხველს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ ცვლის ან ინარჩუნებს მისი აუდიტორია სამომხმარებლო ტენდენციებს წლის მანძილზე.

საიტის 11 წლიანი სტატისტიკური ანგარიშების ისტორიაში, საქართველო პირველად 2015 წელს გამოჩნდა. ამ წელს, საქართველოდან პორნოსაიტზე შემავალი ტრაფიკი (ამ შემთხვევაში, ქართველი მომხმარებლის მიერ საიტზე გატარებული დრო) ჯამში 7 წუთსა და 11 წამს შეადგენდა, რამაც სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანა "უმოკლესი ხანგრძლივობის" სეგმენტში შეიყვანა.

2023 წელს ქართველი მომხმარებლის პრეფერენციები შიცვალა - ამ წელს გამოქვეყნებული შედეგების მიხედვით, საქართველოში ყველაზე პოპულარული ჟანრი Reality კატეგორია გამოდგა - რეალითი ჟანრი გულისხმობს დადგმულ, ე.წ. "რეალურ" სიტუაციებს (მაგ. ექიმთან ვიზიტი, მეზობლების წვეულება და ა.შ.)

ასევე აღსანიშნავია, რომ 2023 წელს მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე დიდი მოთხოვნა Hentai კატეგორიაზე იყო, ხოლო მეორე და მესამე ადგილებზე, გავიდა MILF და Lesbian კატეგორიები.

2024 წელს გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, აღმოსავლეთ ევროპაში მზარდი ტენდენცია აღინიშნებოდა MILF (ასაკით უფროსი ქალები) და Anal პორნო კატეგორიების მიმართ.

რაც შეეხება ქართველ მომხმარებელს - მისი ყურადღება წელს MILF კატეგორიამ დაიმსახურა.

წყარო - ტაბულა


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა