თეგებით ძიება

"ივიკოს ყველაზე მეტად უყვარს დედა და დედას ყველაზე მეტად უყვარს ივიკო" - რას ამბობს ნინო ნადირაძე შვილისა და მაზლის განსხვავებულ პოლიტიკურ პოზიციაზე?

გა­სულ შა­ბათს, ნო­დარ მე­ლა­ძის გა­და­ცე­მი­დან ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ექი­მე­ბის გუგა კუ­ზა­ნო­ვი­სა და ნინო ნა­დი­რა­ძის ვაჟი ივა კუ­ზა­ნო­ვი ერთ-ერთი იყო იმ ახალ­გაზ­რდე­ბი­დან, რომ­ლე­ბიც პარ­ლა­მენ­ტის წინ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებ­ზე იდგა.

ამის შე­სა­ხებ ივამ "ნო­დარ მე­ლა­ძის შა­ბათ­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და. ის სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტია. ინ­ტერ­ვი­უ­ში აღ­ნიშ­ნა, რომ მის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ამ ბრძო­ლა­ში მე­გობ­რე­ბის გვერ­დით იდ­გეს. იქვე ამ­ბობს, რომ არ ეთან­ხმე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის კურსს სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

რას ფიქ­რობს, ივი­კოს ცნო­ბი­ლი დედა, ნინო ნა­დი­რა­ძე, რო­მე­ლიც ღიად უჭერს მხარს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას? - ის AMBEBI.GE-სთან ამ სა­კი­თხზე ვრცლად სა­უბ­რობს:

- ჩემი და ჩემი შვი­ლის ერ­თო­ბას ვე­რა­ვინ გა­ყოფს, ვერც პო­ლი­ტი­კა და ვერც სხვა რამ. ახალ­გაზ­რდაა, ახალ­გაზ­რდო­ბა­ში ყვე­ლას აქვს თა­ვი­სი წი­ნა­აღ­მდე­გობ­რი­ვი აზ­რე­ბი. ივი­კოს ყვე­ლა­ზე მე­ტად უყ­ვარს დედა და დე­დას ყვე­ლა­ზე მე­ტად უყ­ვარს ივი­კო. ავუხ­სე­ნი ყვე­ლა­ფე­რი რა­ტომ ვარ "ოც­ნე­ბის" მხა­რეს. იმი­ტომ, რომ "ოც­ნე­ბამ" შეძ­ლო ამ ქვე­ყა­ნა­ში სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა. ამი­ტომ ყვე­ლას აქვს იმის სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ თა­ვი­სი აზრი გა­მო­ხა­ტოს.

ჩვე­ნი ოჯა­ხის არ­ცერ­თი წევ­რი ერ­თმა­ნეთ­თან არა­სო­დეს იქ­ნე­ბა და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი. არ­ცერ­თი მი­ზე­ზის გამო და მი­თუ­მე­ტეს პო­ლი­ტი­კის. ჩემს შვილს პო­ლი­ტი­კა ნაკ­ლე­ბად აინ­ტე­რე­სებს, მას რა კი­თხვე­ბიც ჰქონ­და გა­ვე­ცი პა­სუ­ხი, რომ არა­ნა­ი­რი რუ­სე­თის­კენ ქვე­ყა­ნა არ მი­ე­ქა­ნე­ბა. ჩემი არ­გუ­მენ­ტე­ბი მან საკ­მა­ოდ მყა­რად მი­იჩ­ნია. ერთხელ იყო მი­ტინგზე, რომ დახ­მა­რე­ბო­და, რად­გან სა­მე­დი­ცი­ნოს სტუ­დენ­ტია, ეხ­მა­რე­ბო­და, არც და­ზი­ა­ნე­ბუ­ლა. წყა­ლიც მი­ეს­ხა, რა ვქნა, რე­ვო­ლუ­ცია როცა ეწყო­ბა, იქ ფი­ზი­კუ­რა­დაც და­ზი­ან­დე­ბი.

- იცო­დით, რომ იმ დღეს, ივი­კო აქ­ცი­ა­ზე იყო?

- არა, მე არ ვი­ცო­დი.

- თქვენს მაზლზე ამ­ბო­ბენ, რომ ასე­ვე ყო­ველ­დღე აქ­ცი­ებ­ზე დგას.

- ჩემი მაზ­ლი არის 48 წლის, მე უნდა ჩა­მა­ბა­როს ან­გა­რი­ში აქ­ცი­ა­ზე ივ­ლის თუ არა? - ალე­კოს თა­ვი­სი პო­ზი­ცია აქვს, მე - ჩემი. ზუს­ტად ამას ვამ­ბობ, რომ ამ ქვე­ყა­ნა­ში არის დე­მოკ­რა­ტია და უნდა გა­ვუფრ­თხილ­დეთ ამას.

- ბოლო დროს მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ებ­მა, ორ ბა­ნა­კად დაყო სა­ზო­გა­დო­ე­ბა. პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის გამო, მე­გობ­რე­ბი, ოჯა­ხის წევ­რე­ბი, მე­ზობ­ლე­ბი, ერ­თმა­ნეთს გა­და­ე­კიდ­ნენ.

- არ მჯე­რა იმის, რომ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბის გამო ადა­მი­ანს უნდა და­უ­პი­რის­პირ­დე. რა­ნა­ი­რი პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბაც არ უნდა ჰქონ­დეს, მე რა აზ­რიც გა­მაჩ­ნდა ადრე იმ ადა­მი­ან­ზე, ზუს­ტად იმ აზ­რზე ვრჩე­ბი. ჩემ­თვის ვი­ღა­ცის მი­მართ სიმ­პა­თია და ან­ტი­პა­თია პო­ლი­ტი­კა­ზე არ გა­დის. ვფიქ­რობ, ეს იყო ერ­თგვა­რი ლუსტრა­ცია, ვი­საც ვინ­მე არ მოს­წონ­და, პო­ლი­ტი­კა სა­ბა­ბად გა­მო­ი­ყე­ნეს, რომ დაჰ­პი­რის­პი­რე­ბოდ­ნენ ერ­თმა­ნეთს. ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბის გამო, ვინ­მე ამო­ვი­ძუ­ლო, ვინ­მეს ამის გამო თუ ვე­ზი­ზღე­ბი, ალ­ბათ ად­რეც ვე­ზი­ზღე­ბო­დი და ეს იყო ტრი­გე­რი, რომ ჩემ­ზე აზრი და­ე­ფიქ­სი­რე­ბი­ნა.

- თქვე­ნი მე­უღ­ლე, გუგა კუ­ზა­ნო­ვი, რა პო­ზი­ცი­ა­ზეა, მხარს გი­ჭერთ?

- კი ბა­ტო­ნო, ჩვენ ოჯა­ხის წევ­რე­ბი, ივი­კოს ჩათ­ვლით ერ­თმა­ნეთს ყვე­ლა­ფერ­ში მხარს ვუ­ჭერთ. ივამ თა­ვი­სი თვა­ლით ნახა, რო­გორ იყე­ნებ­და ძა­ლი­ან ბევ­რი არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი სა­კუ­თა­რი დე­დის წი­ნა­აღ­მდეგ. გა­ო­ცე­ბუ­ლი იყო, რა­ტომ ფიქ­რობს ეს ხალ­ხი, რომ დე­და­ზე უარს ვი­ტყვიო. შე­იძ­ლე­ბა შე­ხე­დუ­ლე­ბა­ზე ვთქვა უარი, მაგ­რამ დე­და­ზე უარს არ ვი­ტყვიო. ჩვე­ნი ოჯა­ხი არის ერთ მუშ­ტად შეკ­რუ­ლი და ნორ­მა­ლურ, სა­ღად მო­აზ­როვ­ნე ადა­მი­ა­ნებ­ში შე­უძ­ლე­ბე­ლია პო­ლი­ტი­კა გახ­დეს ზი­ზღი­სა და ერ­თმა­ნე­თის და­პი­რის­პი­რე­ბის მი­ზე­ზი. შე­უძ­ლე­ბე­ლია ერთ დღეს გა­თენ­დეს და საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი, მისი პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბის გამო შე­ი­ზი­ზღო.

იმე­დი მაქვს რა­ღაც პე­რი­ო­დის შემ­დეგ ყვე­ლა გა­ა­ნა­ლი­ზებს ამას. მე მა­ინც ჩემს ქვე­ყა­ნას მშვი­დო­ბას და კე­თილ­გო­ნი­ე­რე­ბას ვუ­სურ­ვებ. ევ­რო­პუ­ლო­ბა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზ­რის მიმ­ღებ­ლო­ბაა. სხვა შემ­თხვე­ვა­ში გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზ­რის მი­უ­ღებ­ლო­ბა, არ არის ევ­რო­პუ­ლი. სა­ნამ ამას არ ვის­წავ­ლით, ჩვენ ვიქ­ნე­ბით პირ­ველ­ყო­ფი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა და ასე ვერ გავფრინ­დე­ბით. ჩემ­თვის ყვე­ლას გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზრი მი­სა­ღე­ბია და თუ ჩემი აზრი ვინ­მეს­თვის ისე­თი მი­უ­ღე­ბე­ლია, რომ სიკ­ვდილს მი­სურ­ვებს, ეს მისი პრობ­ლე­მაა.

არა­ფე­რი არ არ­სე­ბობს ჩემ­თვის ოჯახ­ზე მაღ­ლა, სამ­შობ­ლო იწყე­ბა ჩემი ოჯა­ხი­დან, ჩემი შვი­ლე­ბი­დან. არ არ­სე­ბობს რამე, რაც მე ამა­ზე უარს მათ­ქმე­ვი­ნებს და მი­ხა­რია, რომ ჩემი შვი­ლე­ბი და ოჯა­ხი ამ აზ­რზე არი­ან. ყვე­ლას ვუ­სურ­ვებ კარგ ახალ­გაზ­რდო­ბას. ახალ­გაზ­რდო­ბა არის ის, რო­დე­საც შე­გიძ­ლია და­უ­ფიქ­რებ­ლად რა­ღაც აკე­თო. მე 21 წლის ასაკ­ში და 51 წლის ასაკ­ში ვარ, ორი დი­ა­მეტ­რუ­ლად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი. იქ სა­დაც 21 წლის ასაკ­ში უკან­მო­უ­ხე­და­ვად მო­რევ­ში გა­და­ვეშ­ვე­ბო­დი, არც ვი­ფიქ­რებ­დი შე­დე­გებ­ზე. 51 წლის ასაკ­ში ბევ­რს ვწო­ნი, ვიდ­რე რა­ღა­ცას ვა­კე­თებ. ახალ­გაზ­რდუ­ლი შე­მარ­თე­ბა ძა­ლი­ან კარ­გია, მაგ­რამ გა­მოც­დი­ლე­ბა არის მთა­ვა­რი, რაც შემ­დგომ­ში გაძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას გა­დარ­ჩე.

ამი­ტომ ყო­ველ­თვის უნ­დობ­ლად ვე­პყრო­ბი იმ ადა­მი­ა­ნებს, ვი­საც სურ­ვი­ლი აქვს გა­მო­ი­ყე­ნოს ახალ­გაზ­რდუ­ლი ენერ­გია, სუ­ლის­კვე­თე­ბა, ალა­ლი ფიქ­რე­ბი, გული, თა­ვი­სი ბნე­ლი და შავი ზრახ­ვე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა