„ეს წერილი თოვლის ბაბუას მისწერეს… ამის წაკითხვის შემდეგ, ცრემლი რომ უნდა შევიშროთ თვალზე და სასწაულებად გადავიქცეთ, აი… იმ თოვლის ბაბუას!“ - სანდრო ელოშვილი
„ჩემთვის არ მოუწერიათ ეს წერილი - თოვლის ბაბუას მისწერეს... ახლა, ამის წაკითხვის შემდეგ, ცრემლი რომ უნდა შევიშროთ თვალზე და სასწაულებად გადავიქცეთ, აი... იმ თოვლის ბაბუას!“ - რეჟისორი სანდრო ელოშვილი სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს, სადაც ქუთაისელი ბავშვები თავიანთ საახალწლო სურვილებზე წერენ.
„ნათქვამია, სანამ ტკივილს გრძნობ ცოცხალი ხარ და სანამ სხვის ტკივილს გრძნობ – ადამიანიო…
ორი პატარა მეგობარი მყავს ქუთაისში, მართა და ლაზარე, მაგრამ ჩემთვის არ მოუწერიათ ეს წერილი – თოვლის ბაბუას მისწერეს… ახლა, ამის წაკითხვის შემდეგ, ცრემლი რომ უნდა შევიშროთ თვალზე და სასწაულებად გადავიქცეთ, აი… იმ თოვლის ბაბუას!
მე არ ვიცი, თქვენ სად ხვდებით ახალ წელს ჩემო მაგარო მეგობრებო, არც ის ვიცი, მე სად ვხვდები, მაგრამ მინდა ვიყოთ ბედნიერები… მარტო კიდევ არ გამოდის რა!
ვითომ ერთი ნაჭერი გოზინაყი მოვაკელით ჩვენს სუფრას, ერთი პატარა სათამაშო გამოვაცალეთ ნაძვის ხეს…
გთხოვთ, პირველ რიგში აუცილებლად გააზიარეთ!
როგორც ყოველთვის ჩემს ანგარიშებს დავწერ და ხვალ, დილის 09:00 ზე რაც იქნება… ყველაზე ჯადოსნურ თოვლის ბაბუას, სახელად დედას და მამას გავუგზავნოთ, რომ მოასწრონ საჩუქრების ყიდვაც, გემრილი სუფრის გაწყობაც, ლამაზი ნაძვის ხის მორთვაც და მაშინ როდესაც ხვალ ღამით, ოჯახთან თუ მეგობრებთან ერთად, ზუსტად 12 საათზე სურვილს ჩავიფიქრებთ, გვეცოდინება რომ პატარა მართას და ლაზარეს უკვე აუხდათ…
#GE32TB7609945061600014🔵 თი ბი სი
#GE54BG0000000161381454🟠 საქ ბანკი“.