თეგებით ძიება

“თბილისის, ქუთაისის, რუსთავის ქუჩებში წინააღმდეგობა მეტყველებს, რომ საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა არაა დაინტერესებული პოლიტიკით, რომელსაც “ქართული ოცნება“ ატარებს“ - მიხაილო პოდოლიაკი

“თბი­ლი­სის, ქუ­თა­ი­სის, რუს­თა­ვის ქუ­ჩებ­ში წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა იმა­ზე მე­ტყვე­ლებს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბა ნამ­დვი­ლად არაა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი იმ პო­ლი­ტი­კით, რო­მელ­საც ატა­რებს “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა”, პრო-რუ­სუ­ლი პარ­ტია“, - ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის მრჩე­ველ­მა, მი­ხა­ი­ლო პო­დო­ლი­აკ­მა ლი­ე­ტუ­ვურ ტე­ლე­არხ Delfi-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და.

“ჩემ­თვის გა­უ­გე­ბა­რია, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა 2008 წლის და­მამ­ცი­რე­ბე­ლი ომის შემ­დეგ, რო­დე­საც რუ­სეთ­მა სრუ­ლი­ად ნათ­ლად აჩ­ვე­ნა სა­ქარ­თვე­ლო­სად­მი თა­ვი­სი რე­ა­ლუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. პრინ­ციპ­ში, სი­მარ­თლე რომ გი­თხრათ, რუ­სე­თის ნე­ბის­მი­ერ ვინ­მეს­თან რე­ა­ლურ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ზე სა­უ­ბა­რი ცუდი ტო­ნია, ვი­ნა­ი­დან რუ­სეთს ყო­ველ­თვის ეზი­ზღე­ბა ქვეყ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც სუ­ვე­რე­ნუ­ლე­ბი, სუ­ბი­ექ­ტუ­რე­ბი არი­ან და რუ­სე­თი ყო­ველ­თვის ეც­დე­ბა მათ ტო­ტა­ლურ კონ­ტროლს იმ ინ­სტრუ­მენ­ტე­ბით, რო­მელ­თა დე­მონ­სტრი­რე­ბა­საც ახ­დენს სა­ქარ­თვე­ლო­ში. ანუ სრუ­ლი­ად პრო-მოს­კო­ვუ­რი პო­ზი­ცია, მაქ­სი­მა­ლუ­რად სას­ტი­კი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ალ­ტერ­ნა­ტი­ულ პო­ლი­ტი­კურ მოძ­რა­ო­ბებ­თან, პარ­ტი­ებ­თან და, შე­სა­ბა­მი­სად ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მო­ნო­პო­ლი­ზა­ცია, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ბი­სა და უფ­ლე­ბე­ბის ჩა­მორ­თმე­ვა, სა­ინ­ფორ­მა­ციო ვე­ლის და­სა­ჭუ­რი­სე­ბა. ამ ყვე­ლა­ფერს ვხე­დავთ. გა­მო­უ­ვა თუ არა ეს რუ­სეთს? არა, ეჭვი მე­პა­რე­ბა, უხე­შად რომ ვთქვა. სა­ქარ­თვე­ლო­ში ახლა ერ­თა­დერ­თი პრობ­ლე­მაა - ის უბ­რა­ლოდ ში­შით უყუ­რებს იმას რაც ხდე­ბა უკ­რა­ი­ნა­ში. მას ეს­მის, რომ თუ რუ­სე­თი და­მარ­ცხე­ბულ მხა­რედ არ ჩა­ით­ვლე­ბა…

სა­ქარ­თვე­ლოს ქვეც­ნო­ბი­ე­რად ყვე­ლა­ზე მე­ტად ეში­ნია, რომ თუ რუ­სე­თი არ წა­ა­გებს ამ ომს, მა­შინ ის შეძ­ლებს იგი­ვე ომის და­წყე­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში, თუ სა­ქარ­თვე­ლო და­ა­მარ­ცხებს ალ­ტერ­ნა­ტი­ულ პო­ლი­ტი­კურ მოძ­რა­ო­ბებს. ანუ ჩემ­თვის ეს მო­ტი­ვა­ცია გა­სა­გე­ბია. თუმ­ცა, წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა, რო­მელ­საც ახლა ვხე­დავთ - თბი­ლი­სის, ქუ­თა­ი­სის, რუს­თა­ვის ქუ­ჩებ­ში წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა საკ­მა­ოდ დი­დია. ეს იმა­ზე მე­ტყვე­ლებს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის აბ­სო­ლუ­ტუ­რი, უბ­რა­ლოდ აბ­სო­ლუ­ტუ­რი, უმ­რავ­ლე­სო­ბა ნამ­დვი­ლად არაა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი იმ პო­ლი­ტი­კით, რო­მელ­საც ატა­რებს “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა”, პრო-რუ­სუ­ლი პარ­ტია. იქ­ნე­ბა თუ არა სა­ქარ­თვე­ლო რუ­სე­თის ტო­ტა­ლუ­რი კონ­ტრო­ლის ქვეშ? არა, ჩემ­თვის ესეც უეჭ­ვე­ლია,” - გა­ნა­ცხა­და პო­დო­ლი­აკ­მა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა