თეგებით ძიება

"მე, ჩემი დიდი ოჯახის ყველა წევრთან ერთად, ამ საქართველოს არ დავუთმობ არავის" - რას წერს ლანა ღოღობერიძე?

"არ არ­სე­ბობს ამა­ზე დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბა: რე­ა­ლუ­რად, ხელ­შე­სა­ხე­ბად იყო შენი ხალ­ხის ნა­წი­ლი!" - ამის შე­სა­ხებ რე­ჟი­სო­რი ლანა ღო­ღო­ბე­რი­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს და ასე ეხ­მი­ა­ნე­ბა 31 დე­კემ­ბერს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მიერ ახა­ლი წლის ღა­მის რუს­თა­ველ­ზე, ერ­თად აღ­ნიშ­ვნას.

"არ არ­სე­ბობს ამა­ზე დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბა: რე­ა­ლუ­რად, ხელ­შე­სა­ხე­ბად იყო შენი ხალ­ხის ნა­წი­ლი! ახალ წელს ხვდე­ბო­დე ხალ­ხით გა­და­ჭე­დილ, გაბრ­წყი­ნე­ბულ რუს­თა­ველ­ზე, და კა­ნით გრძნობ­დე, რომ ხარ ჭეშ­მა­რიტ თა­ნა­მო­აზ­რე­თა შო­რის! იმათ­თან ერ­თად, ვინც, შენ­სა­ვით, სი­ა­მოვ­ნე­ბით დათ­მო

ეს სა­უ­კუ­ნე­ე­ბით გან­მტკი­ცე­ბუ­ლი რი­ტუ­ა­ლი - ახა­ლი წლის შეხ­ვედ­რა სახ­ლში, ოჯახ­ში და შუ­ა­ღა­მი­სას გა­მო­ვი­და გა­რეთ, ქუ­ჩა­ში, რუს­თა­ველ­ზე! იმი­ტომ რომ დღეს სწო­რედ რუს­თა­ვე­ლია შენი სახ­ლი, და აქ, რუს­თა­ველ­ზეა შენი ოჯა­ხი! აქ სი­ხა­რუ­ლით უჯა­ხუ­ნებ ჭი­ქას ყვე­ლა უც­ნობს, იმი­ტომ რომ ეს უც­ნო­ბი სი­ნამ­დვი­ლე­ში შენი ახ­ლო­ბე­ლია!

და ისი­ნი ბევ­რნი არი­ან, ძა­ლი­ან ბევ­რნი, ეს შენი ახ­ლობ­ლე­ბი, დი­დე­ბი, პა­ტა­რე­ბი, მო­ხუ­ცე­ბი, ახალ­გაზ­რდე­ბი... მაგ­რამ ყვე­ლა­ნი - მშვე­ნი­ე­რე­ბი, სი­კე­თით და ერ­თმა­ნე­თი­სად­მი სიყ­ვა­რუ­ლით აღ­სავ­სე­ნი, შე­უდ­რე­კელ­ნი და მომ­ღი­მარ­ნი! ისი­ნი, ვინც ამ პრო­ტეს­ტმა გა­მო­ძერ­წა, ვინც დათ­მო წუ­თი­ე­რი ვნე­ბე­ბი, ეზი­ა­რა კა­თარ­სისს და ახლა მას სულ ად­ვი­ლად ამო­იც­ნობ, რად­გა­ნაც შუბ­ლზე აწე­რია: მე არ ვარ მარ­ტო. მე ვარ გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლი ამ დიდი ერ­თო­ბი­სა, რო­მელ­საც ჰქვია და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი, თა­ნა­მედ­რო­ვე, ევ­რო­პუ­ლი, გა­ნათ­ლე­ბუ­ლი, ნა­თელ მო­მა­ვალ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო!

და მე, ერთი ინ­დი­ვი­დი პი­რა­დად, ოღონდ ჩემი დიდი ოჯა­ხის ყვე­ლა წევრთან ერ­თად, ამ სა­ქარ­თვე­ლოს არ და­ვუთ­მობ არა­ვის!

ასე, სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის­თვის ბრძო­ლა­ში გან­წმენ­დი­ლი ქარ­თვე­ლე­ბი - ერ­თო­ბით, სი­ა­მა­ყით, სი­ხა­რუ­ლით შევ­ხვდით 2025 წელს, რო­მე­ლიც ჩვე­ნი გა­მარ­ჯვე­ბის წელი იქ­ნე­ბა!" - წერს ლანა ღო­ღო­ბე­რი­ძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა